ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი რვა საკითხის შესახებ იმსჯელეს. ბიუროზე განხილულ საკითხებს, საკრებულოს წევრები კენჭს რიგგარეშე მე-15 სხდომაზე უყრიან.
დღის წესრიგი „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 ივნისის N153 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ნიკოლოზ ლატარიასათვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის N37 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.