ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” სხდომა გამართა.
სხდომაზე ფრაქციის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ ორ საკითზე იმსჯელეს:
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ოთარ ლორთქიფანიძის ფრაქციის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების განხილვის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სხდომას ფრაქციის თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა.