სულხან-საბას გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა. დავით ერემეიშვილის თქმით „სულხან-საბას“ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სრული საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრე სისტემა. აგრეთვე კეთდება საფეხმავლო ბილიკები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზამშენ 21“ აწარმოებს, რისთვისაც 400 ათასი ლარი იხარჯება. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.