ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად , ზ. გამსახურდიას ქუჩის მე-2 ჩიხში მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოინახულა. ზვიად გამსახურდიას ქუჩის მე-2 ჩიხში მიმდინარეობს გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, გაკეთდება ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოებს შპს „კომპანია ნიკედო“ ასრულებს. ჩიხის რეაბილიტაციისთვის 49554 ლარია გამოყოფილი და რამდენიმე დღეში დასრულდება.