ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დღეიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. იოსებ ხახალეიშვილი დილიდან შეხვდა მოადგილეებს, ვიცე მერ დავით ერემეიშვილს, იუზა უგულავას და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შენგელიას.
ქუთაისის მერი ასევე შეხვდა სამსახურების უფროსებს და თანამშრომლებს იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრისას ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლითაც მერია იმუშავებს და ყურადღება გაამახვილა ქალაქის განვითარების მთავარ ასპექტებზე .