ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ეუთოს გრძელვადიანი მისიის დამკვირვებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებზე, რომელიც კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში უნდა ჩატარდეს საქართველოში. „ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეუთოს სადამკვირებლო მისიის მუშაობა საქართველოში. ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ, წლების მანძილზე რა საქმიანობასაც ეწევით ჩვენს ქვეყანაში. მოხარულები ვართ, რომ დღეს გვესტუმრეთ და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ“- განუცხადა სტუმრებს დავით ერემეიშვილმა. ეუთოს მისიის დამკვირვებლები 31 ოქტომბრის არჩევნებს პანდემიის გამოწვევების შესაბამისად დააკვირდებიან.