ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ჩეხოვის ქუჩაზე, პირველ შესახვევსა და ჩიხში მიმდინარეობს გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს.
„საგზაო- ინფრასტურქტურული სამუშაოები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. ჩეხოვის ქუჩის ორ მონაკვეთზე განახლდება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები მალე დასრულდება“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა. სამუშაოებს კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 120 000-მდე ლარი დაიხარჯება.