5 ოქტომბერს 14:00 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მე-17 რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-17 რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებები:
ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N9 დადგენილებაში.
ცვლილების თანახმად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ელექტრონული საქმისწარმოების გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას დაემატა მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მუხლი, სადაც გაწერილია ა.ა.ი.პ. მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა - MSDA”-სთან ურთიერთობის საკითხები.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს თანხმობა მიეცა, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან გრანტის მიღების თაობაზე.
საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის ავტობუსების შესყიდვის მიზნით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან გამოყოფილია 1,039,517.97 (მილიონ ოცდაცხრამეტი ათას ხუთას ჩვიდმეტი მთელი ოთხმოცდაჩვიტმეტი მეასედი) ევროს ოდენობის გრანტი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს თანხმობა მიეცა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღებაზე.
საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის ავტობუსების შესყიდვის მიზნით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან გამოყოფილია 5,775,099.85 (ხუთი მილიონ შვიდას სამოცდათხუთმეტი ათას ოთხომცდაცხრამეტი მთელი ოთხმოცდახუთი მეასედი) ევროს ოდენობის სესხი.