ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგგარეშე მე-17 სხდომის საკითხები განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
საკრებულოს რიგგარეშე მე-17 სხდომაზე დეპუტატები შემდეგ დღის წესრიგს უყრიან კენჭს:
საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან გრანტის მიღების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.