ქუთაისის მერიაში ქალაქის ღვაწლმოსილი და სხვადსხვა სფეროში დამსახურებული მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს: ავთანდილ ქებულაძეს - ქალაქის სამართალდამცავ ორგანოებში, ავთანდილ სვინტრაძეს - თავდაცვისა და საგამომცემლო სფეროებში, ომარ კუხიანიძეს- ქალაქის კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროებში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. საზოგადოებრივი აქტიურობისა და მოქალაქეობრივი გულისხმიერებისთვის კი მადლობის სიგელები გადაეცათ ექიმ კახა მაჭავარიანს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს თეიმურაზ ჯანელიძეს. ღვაწლმოსილი ქუთაისელების დაჯილდოება ყოველწლიური ტრადიციაა.