ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ ქუთაისელ ნორჩ მოჭადრაკეებს შეხვდა. საქართველოს ჩემპიონატი, 8 და 14 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, ქუთაისელი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა. 14 წლამდე კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ანასტასია კირთაძე, ხოლო 8 წლამდე კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვეს ლიზა უგულავამ და გაბრიელ გაბადაძემ. ნანა ჭეფხოძის, ნიკოლოზ მანაგაძის და გიორგი ტყეშელაშვილის შეგირდების მაქსიმალური შედეგები ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის (დირექტორი ალექსანდრე არსენიძე ) მორიგი წარმატებაა. „მოხარული ვარ, რომ ქუთაისის დიდ საჭადრაკო ტრადიციებს ასე ღირსეულად აგრძელებთ. თითოეული თქვენგანის წარმატება, სხვადასხვა რანგის საჭადრაკო ტურნირზე, მთელი ქალაქისთვის საამაყოა. გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ!“- მიმართა დავით ერემეიშვილმა მოჭადრაკეებს და მათ მწვრთნელებს. საქართველოს ჩემპიონებს ქუთაისის მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.