არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ჰერა XXI”-ის ინიციატივით, ქუთაისში , „პარკ ოტელ იმერეთში“, გაიმართა ახალგაზრდული კომპონენტის თანამშრომლობითი-სტრატეგიული ღონისძიება. ღონისძიება მიზნად ისახავდა 2020-2030 წლის ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის გაცნობასა და მხარდაჭერას. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს პეტრე ადამაძემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროგრამები და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრას უძღვებოდნენ ქსელის აქტივისტები საქართველოს სამი მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, თბილისი, ხობი ).