მთავრობის მიერ რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ქალაქის ბაზრებსა და ბაზრობებს ეწვია. მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკეას ქუჩაზე არსებული აგრარული საბითუმო ბაზარი დაათვალიერა. ღია ტიპის ბაზარი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს სრულად აკმაყოფილებს.