ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-16 სხდომა გამართა. სხდომას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ესწრებოდა. დღის წესრიგის მიხედვით , სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების /პლაკატების/ გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის /აგიტაციის/ ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ დებულებაში ცვლილებების თაობაზე. ამ ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საარჩევნო პერიოდში, აიკრძალა სააგიტაციო მასალების განთავსება გარე-განათების ბოძებზე და მწვანე ნარგავებზე, ამასთანვე, მოიხსნა შეზღუდვა პლაკატების რაოდენობაზე.