ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების წარმოების ქარხანაში, სადაც გერმანული ინვესტიციაა განხორციელებული , გამოცდილი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები გერმანიიდან, ამერიკიდან და ბალტისპირეთიდან იმყოფებოდნენ. უცხოელი სტუმრები საწარმოს მუშაობით ინტერესდებიან, რათა ქუთაისში გამოშვებულ პროდუქციას რეკლამირება გაუწიონ ევროპის ქვეყნებში.
ევროკავშირის წარმომადგენლები, პროგრამა “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან. შეხვედრაზე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე იმყოფებოდნენ.