ქუთაისში გრძელდება შიდა კვარტალური გზების მოწესრიგების პროცესი. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ავანგარდის დასახლებაში დასრულებული საგზაო სამუშაოები მოინახულა.
სულხან-საბას გამზირზე, შიდა კვარტალური გზების მოსაწესრიგებლად 372327 ლარი იყო გამოყოფილი. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორშრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, გაკეთდა ტროტუარი . განახლდა ქუჩის დასაწყისში არსებული პარკინგი და სავაჭრო ცენტრის წინ მოეწყო ახალი საპარკინგე ადგილი.
დაიხაზა და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები. სამუშაოები შ.პ.ს. ,,გზამშენი XXI"-მ შეასრულა.