ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი წარმატებულ მწვრთნელებს და პროექტ "ეტალონში" გამარჯვებულ მოსწავლეს შეხვდა.
ტანვარჯიშის მწვრთნელებს მზია ღამბარაშვილსა და როზა სუპატაშვილს , ძიუდოს მწვრთნელს ვაჟა შველიძეს ქალაქის მერმა სპორტის ამ სახეობებში გაწეული შრომისა და მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და დაასაჩუქრა.
საჩუქარი მიიღო პროექტ"ეტალონში" გამარჯვებულმა, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასელმა თეკლე გიორხელიძემაც. თეკლემ "ეტალონში" რეკორდიც დაამყარა- 2 წუთსა და 29 წამში 95 ქულა დააგროვა.
" საბედნიეროდ, ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს ქუთაისში. დღეს სახელოვან მწვრთნელებს და ნიჭიერ მოსწავლეს შევხვდით და დავასაჩუქრეთ. სხვადასხვა თაობის ადამიანები არიან და ესეც სიმბოლურია. ქუთაისის მერია ყოველთვის მხარში დაუდგება მათ, ახალი წარმატებების მისაღწევად."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.