ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაში " ახალი რეალობა - მუზეუმები და პანდემია" მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ინიციატივით გაიმართა.
,,პანდემიამ მუზემებიც რთული გამოწვევების წინაშე დააყენა და მოხარული ვარ, რომ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა შეძლო ამ საინტერესო ონლაინ კონფერენციის ჩატარება. გავეცანი კონფერენციის სამუშაო პროგრამას, რომელიც მონაწილეთა და თემების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, დაწყებული უძველესი კოლხური კულტურიდან. უდავოდ საინტერესო იქნება თითოეული მათგანის მოსმენა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არქეოლოგიისა და ისტორიის მიმართულება სრულად ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლისთავს. უდიდესია ბატონი ოთარის წვლილი კოლხური კულტურის შესწავლა-პოპულარიზაციაში, რომლის განუყოფელია ნაწილია ქუთაისიც.
ჩვენს მუზეუმთან ერთად, მეც მადლობას მოვახსენებ საქართველოს მუზეუმების ასოციაციას, მის აღმასრულებელ დირექტორს ქალბატონ ინგა (კლარა) ქარაიას, კონფერენციის მხარდაჭერისათვის.
წარმატებულ მუშაობას, საინტერესო მოხსენებებს და აქტიურ დისკუსიებს გისურვებთ! იმედი მაქვს, მალე კვლავ მუზეუმებში შევხვდებით ერთმანეთს!" - მიმართა კონფერენციის მონაწილეებს იოსებ ხახალეიშვილმა.
ვიდეოკონფერენცია ორი დღე გაგრძელდება. მასში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები მონაწილეობენ.