ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ , ქალაქის ქუჩებში, ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილები მიართვეს.
იოსებ ხახალეიშვილი: „ქალთა საერთაშორისო დღეს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, თუმცა, ის პირველ რიგში მაინც დღესასწაულთან ასოცირდება და შევეცადეთ, სწორედ ეს სადღესასწაულო განწყობა შეგვექმნა დღეს ჩვენი ქალბატონებისთვის.
ქალთა დღეს გილოცავთ!
წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!“