ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის27 დეკემბრის N18დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის N160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-ძლიერი ქუთაისისთვის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27იანვრის N353 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.