გაზეთი ქუთაისი 100 წლისაა. საიუბილეო თარიღი გაზეთის რედაქციის თანამშრომლებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ , ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ და ქუთაისის ვიცე-მერმა, დავით ერემეიშვილმა მიულოცეს.
მე-20 საუკუნის ქუთაისური ცხოვრების მატიანეს წლების განმავლობაში ქმნიდნენ ადამიანები, რომლებიც ქართული ჟურნალისტიკის ძირითად ბირთვს წაროადგენდნენ. ადამიანები, რომლებისთვისაც სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტური ეთიკა მთავარ პროფესიულ ღირსებას წარმოადგენს. ვულოცავ გაზეთ ჟურნალისტებს საიუბილეო თარიღს!
ირაკლი შენგელია - ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე