ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს დანიელ მაჰოვსკის შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთის კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, სამომავლო ურთიერთობებზე.
„დღეს შეხვედრა გვქონდა საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ დანიელ მაჰოვსკისთან . მისი ინიციატივით ქუთაისში დაფუძნდება სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა, ასევე დაგეგმილია ურთიერთობის დამყარება ქუთაისსა და ქალაქ ბრნოს შორის, რომელიც ჩეხეთის ინდუსტრიული ცენტრია. შევთანხმდით იმაზეც, რომ შემოდგომაზე ქუთაისში ჩამოვლენ ჩეხი ბიზნესმენები, რათა ადგილზე გაეცნონ ქუთაისის სამრეწველო და საინვესტიციო გარემოს , ამასთანავე, წარმოგვიდგინონ თავიანთი მიღწევები და შესაძლებლობები.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის მიზანია საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვა, ასევე, ორ ქვეყანას შორის აკადემიურ სფეროში ურთიერთობა და ბიზნეს- შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.