ჩერნობილის კატასტროფიდან 35 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით , ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, „ჩერნობილელთა კავშირის“ წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს ხსოვნის მემორიალი.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა , მეუფე იოანემ ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ქუთაისიდან 129 ადამიანი იმყოფებოდა. დაზარალებულები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მატერიალურ დახმარებას იღებენ.