ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ახალგაზრდული ჰორიზონტი“, ამერიკის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს ‘ბოჩა -სპორტი ყველასათვის“.
პროექტის პარტნიორები არიან კოლეჯი „იბერია“, საქართველოს ბოჩას ფედერაცია და „სენი საქართველო“ .
პროექტის მიზანია ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპორტულ და საგანმანათლებლო პროცესებში აქტიური ჩართვა.
პროექტის საზოგადოებისთვის წარდგენას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
"საინტერესო პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. ეს არის „ ბოჩა- სპორტი ყველასათვის“, რომელიც დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ჩვენს ქალაქში მცხოვრები შშმ პირების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას. შევხვდი პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს , ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე და კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს შეზღუდული გარემო და ჩვენ ერთად უნდა გავხადოთ ეს გარემო ყველასთვის თანაბრად კომფორტული და ხელმისაწვდომი.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
1984 წელს ბოჩა პარაოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა.