ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, სხვადასხვა ბრიგადის მეთაურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს. ძლიერი შეიარაღებული ძალები ქვეყნის სიმშვიდის და განვითარების გარანტია. დღეს ჩვენი ჯარისკაცები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იცავენ მშვიდობას. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კადეტებს, რომლებმაც ქართული თავდაცვის ძალების მიერ განვლილი გზა საინტერესოდ წარმოგვიდგინეს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
1991 წლის 30 აპრილს საქართველოში ოფიციალურად დაიწყო არმიაში გაწვევა, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.