ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის გმირებს.
„ უდიდესი გამარჯვების დღეა 9 მაისი. ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს პირველ რიგში ვულოცავ ომის ვეტერანებს, ჩვენს გმირ თანამემამულეებს. ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამარცხეს ფაშიზმი. ბევრი მათგანი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. ჩვენ ყოველთვის მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას და ღვაწლს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.