ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ #5 ავტობუსის ახალი სვლაგეზი დაამტკიცა. 18 მაისიდან #5 ავტობუსი თაბუკაშვილის ქუჩიდან გუმათის ტერიტორიულ ერთეულში, ბერაძის ქუჩამდე იმოძრავებს.
სვლაგეზების დაზუსტებისა და მოსახლეობის სამგზავრო მოთხოვნების გათვალისწინებით , #5 ავტობუსი გუმათის დასახლებას ჭავჭავაძის გამზირს, ასათიანის, ფალიაშვილის და დუმბაძის ქუჩებს დააკავშირებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ დასახლებაში ავტობუსი ათწლეულების მანძილზე არ მუშაობდა.