ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში, საუკეთესო პროექტების შერჩევის მიზნით, აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“. კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში, მათი ნოვაციური და ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერა. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდულ პროექტებს შემდეგი მიმართულებით: 1. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა; 2. ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება; 3. ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა; 4. ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 5. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა; 6. ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება; 7. საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება; 8. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა; კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შევსებული სტანდარტული სააპლიკაციო ფორმა /განაცხადი/ ( დანართი N2 ორგანიზაციებისთვის და დანართი N3 ფიზიკური პირებისთვის) ; ბ) ავტობიოგრაფია (CV კერძო პირის შემთხვევაში) ; ორგანიზაციის შემთხვევაში ორგანიზაციის რეგისტრირების დოკუმენტაციის ასლი, საქმიანობის სფერო, მიზნები და განხორციელებული პროექტების ნუსხა; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ( კერძო პირის შემთხვევაში) ; დ) თანადაფინანსების შემთხვევაში -დამადასტურებელი საბუთი; ე) მინი-კვლევა, რომელიც აღნიშნული პროექტის საჭიროებაზე მიუთითებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კონკურსანტმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, მისამართზე : contact@kutaisi.gov.ge ან ადგილზე მოტანით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე: ქ,ქუთაისი, რუსთაველის გამზ.#3 საკონკურსო იდეის მიღების ბოლო ვადაა 18 ივნისი, 18:00 საათი.