ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.
ამჯერად კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალგაზრდობის და ფოთის ქუჩებზე განსახორციელებელი პროექტები დაათვალიერა.„ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგეგმავთ, პირველ რიგში მოსახლეობის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ახალგაზრდობის გამზირის#100ა მცხოვრებლების სურვილის გათვალისწინებით, ჩვენ ვიწყებთ აღნიშნული კორპუსის ფასადის შეკეთებას, რომელიც მართლაც საჭიროებდა რეაბილიტაციას.
ასევე მოსახლეობის თხოვნით, მოპირკეთდა ფოთის ქუჩის #38-ში მდებარე კორპუსის ეზო, აქვე მალე დასრულდება მცირე სპორტული მოედნის მოწყობაც.
მსგავსი პროექტები ქალაქის სხვა უბნებშიც გვაქვს დაგეგმილი.”- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.