ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმი ,,ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე" გაიმართება 2021 წლის 24 ივნისს ონლაინ პლატფორმაში.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიზანია უზრუნველყოს სივრცის შექმნა, სადაც სხვადასხვა დონის საჯარო სტრუქტურებს, სამოქალაქო საზოგადოებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის გაიმართება მულტიდისციპლინური დიალოგი მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებზე.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროპის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განვითარების პარტნიორები, დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები, ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოება.