ქუთაისში, ხორავას ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი გაეცნო.
ხორავას ქუჩაზე კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი, წესრიგდება ტროტუარები. აქვე, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, მოეწყობა საპარკინგე ადგილი.
„ ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოძრაობაა და მნიშვნელოვანია, რომ აქ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა გვქონდეს. ამ ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ივლისის ბოლოს დასრულდება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ორიენტირი“ ასრულებს.