20 ივნისს იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა "სოხუმი" მოაწყო.
"სოხუმმა" ქუთაისში ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი- ამიერიდან, ყოველ 20 ივნისს, ცენტრალურ ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით გაუმასპინძლდებიან.
დღეს მსურველები ფოტოებს იღებდნენ ზუსტად იმ კაფე-ბარ „ამრას“ და სანაპიროს ბანერის წინ , სადაც ცნობილი „ყავა ქვიშაზე“ დუღდებოდა.
„დღეს სოხუმური ყავის არომატი ქუთაისის ბულვარში, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ერთად აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ყველა იმ მონატრებულ სახლში, სადაც ჩვენი მოგონებები ინახება. დღევანდელი დღე აუცილებლად დამკვიდრდება კიდევ ერთ ქუთაისურ ტრადიციად“. - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა .
ბულვარში მოეწყო საოჯახო ფოტო-არქივების გამოფენა "ჩვენ აფხაზეთიდან ვართ".
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფონდი „სოხუმი“ და პარტნიორი ორგანიზაციები: „მეწარმე ქალთა ფონდი“; „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“; პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; „აფხაზინტერკონტი“.