25 ივნისს, 14:00 საათზე, „მწვანე თეატრში“ ( მესხიშვილის თეატრის ეზო), კომპანია „ცისკოს“ ( სილიკონის ველი, კალიფორნია, აშშ) წარმომადგენლები დავით ნოზაძე და გიორგი მაღლაკელიძე ჩაატარებენ საჯარო ლექციებს ინტერნეტ- ტექნოლოგიების თემაზე.
დავით ნოზაძის ( „ცისკოს“ ტექნიკური ლიდერი) პრეზენტაციის თემაა „გამოწვევები ინტერნეტ-ტექნოლოგიებში“.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
*სილიკონის ველისა და ინტერნეტ- ტექნოლოგიების განვითარების ეტაპები.
*მომავალი თაობის ინტერნეტის გამოწვევები.
*სილიკონის ველზე დასაქმების პერსპექტივები, ტექნოლოგიებით დაინტერესებული
ახალგაზრდებისთვის.
გიორგი მაღლაკელიძე ( „ცისკოს“ სიგნალის მთლიანობის ინჟინერი ) წარმოადგენს თემას "თავსებადობის პრობლემები თანამედროვე მოწყობილობებში".
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
* რა არის ელექტრომაგნიტური თავსებადობა.
* რა არის ელექტროსტატიკური განმუხტვა.
* რა როლს თამაშობენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში?
* როგორ ხდება ამ სირთულეების აღმოფხვრა თანამედროვე ელექტრონულ მოწყობილობებში?
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.