სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება იმერეთისთვის ორი წლის მანძილზე 69 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. ამ პროგრამაში ერთ ერთი პრიორიტეტულია ტურიზმის მიმართულება.
"ვანის მუზეუმში დღეს ვუმასპინძლეთ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული. მონაწილეების მხრიდან იყო დიდი ინტერესი. შევთანხმდით, რომ კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეხვედრის დაწყებამდე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა გამოფენა ,,სიცოცხლე და სიკვდილი- დიდებული პომპეი" დაათვალიერეს.