ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ.
2.ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 2021 წლის 3 მაისიდან 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ ქუთაისში M2 (ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით) და M3 (ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და 2021 წლის პირველ ივლისამდე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანების გადახდისათვის საშეღავათო პერიოდის განსაზღვრის შესახებ
3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.