ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისის სხდომაზე დღეს 2021 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N2685 განკარგულებაში კორექტირების შეტანამ და ზოგიერთი გადასახადიდან დამატებითი შემოსავლების მობილიზებამ გამოიწვია.
წარმოდგენილი ყველა ცვლილების შედეგად, ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 8669,2 ათასი ლარით და შეადგენს 91707,6 ათას ლარს.
აღნიშნულმა კომისიამ იმსჯელა და მხარი დაუჭირა 2021 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებების შეტანას.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე კახა ბოჭორიშვილი უძღვებოდა