ქუთაისში მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
„მივესალმები ჩვენი თანაქალაქელების ძალისხმევას, რომ სურთ ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიონ და სპორტით დაკავდნენ. სწორედ ამიტომაც ჩვენ სპორტის ყველა სახეობაში წავახალისებთ და მხარს დავუჭერთ ადამიანებს ვინც სხვა საქმიანობასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მიმდინარე ტურნირში გამარჯვებულებისთვის ასევე გვაქვს სპეციალური პრიზები და საჩუქრები“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ტურნირში ქუთაისელებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოყვარულებიც იღებენ მონაწილეობას. ქუთაისის საჩოგბურთო კორტებზე მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირი დღეს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდება.