3 აგვისტო დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღეა. დღეს მას დაბადებიდან 150 წელი შეუსრულდა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
ზაქარია ფალიაშვილის ხსოვნას, ქუთაისის მერთან ერთად, კომპოზიტორის სახლ-მუზეუმის დირექტორმა მარინე სულაქველიძემ და კათოლიკური ეკლესიის პადრემ მიაგეს პატივი.
„ჩვენი ქვეყნის დიდი კომპოზიტორი ქუთაისშია დაბადებული. სწორედაც რომ ამ ქალაქში უნდა აღინიშნოს პირველ რიგში ეს დღე. მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებები კი შემოდგომაზეა დაგეგმილი. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა