ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პროექტზე „უცხოელი იმიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“. მემორანდუმი გაფორმდა ქუთაისის მერიას, ფონდ „ აფხაზინტერკონტსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ქუთაისის ფილიალს შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა , „აფხაზინტერკონტის“ თავმჯდომარემ არჩილ ელბაქიძემ და საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ ზაალი გორგიძემ. პროექტი ითვალისწინებს უცხოელი იმიგრანტებისთვის კოვიდ 19-ის ვირუსთან დაკავშირებული კრიტიკული სიტუაციების მართვისა და დაავადებათა აცილების საშუალებებზე ინფორმაციის მიწოდებას.