ქუთაისში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში , დღეში დაახლოებით 1500-მდე მოქალაქის აცრა იქნება შესაძლებელი.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით.
მასობრივი იმუნიზაციის პროცესი ქუთაისში შეუფერხებლად მიმდინარეობს.