ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ქუთაისის მერია უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით, 16 აგვისტოდან იმოძრავებს:
1. მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის გავლით - #4 პოლიკლინიკის მიმართულებით; (საკონტაქტო პირი: ირმა მამრიკიშვილი -579 19 52 80; ზურაბ მარუაშვილი 595096989 ).
2. ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში - კლინიკა „ჰერას“ მიმართულებით; (საკონტაქტო პირი: ბადრი მატკავა -571056477).
3.ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში - მაღაზია „ემბავუდიდან“ „თეგეტამოტორსის“ მიმდებარე ტერიტორიამდე, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;(საკონტაქტო პირი: თამარ გიორგაძე- 595 11 44 65 ).
4.ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში - საჭადრაკო კლუბ "მაიას" შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;(საკონტაქტო პირი: ანა ლუხუტაშვილი-591904480).
5. სულხან -საბას ადმინისტრაციულ ერთეულში - სავაჭრო ცენტრ „ოთხიანის „ მიმდებარე ტერიტორიიდან, გუგუნავას ქუჩა.(საკონტაქტო პირი: დავით ლევიძე-551 18 71 33).
6. საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში - საფიჩხიის ცენტრიდან;(საკონტაქტო პირი: გიორგი გოგიაშვილი -599400949 ).
7. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ;(საკონტაქტო პირი: ნატო ჯიშკარიანი - 595144795 ),
8. ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში - ცენტრალური ბაღის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან; (საკონტაქტო პირი: თენგიზ კაჭახიძე-
599384710 ).
9. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში - გამარჯვების მოედნიდან;(საკონტაქტო პირი: სალომე მინდიაშვილი- 591 252 622).
10. გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში - კინოთეატრ „სულიკოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან.(საკონტაქტო პირი: სალომე ჩიხლაძე- 598 59 40 71).
11. ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან.(საკონტაქტო პირი: მარინე არზიანი- 599 459 387).
საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტი იმუშავებს
10 :00 საათიდან 18:00 საათამდე.
აცრის მსურველებს წინასწარი რეგისტრაცია არ დასჭირდებათ, ისინი რეგისტრაციას ადგილებზე, ამცრელ დაწესებულებებში გაივლიან.