ქუთაისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს ომის გმირების ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალი.
პატივგების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები.
"13 წელი გავიდა იმ მძიმე დღეებიდან, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, დავკარგეთ ტერიტორიებიც. დღეს პატივი მივაგეთ ამ ომში დაღუპულთა ხსოვნას.მათი თავდადების ამბავი თაობებს გადაეცემა.
ოკუპაცია არ დასრულებულა და ჩვენი გმირების ხსოვნის მემორიალთან კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვამბობთ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად , ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია .