ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
დღეს იმუნიზაციის ცენტრში მეორე დოზით აიცრა ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე. აქვე აცრა გაიკეთა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ.
ქუთაისში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 აგვისტოს გაიხსნა.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში დღეში დაახლოებით 1500-მდე მოქალაქის აცრაა შესაძლებელი.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“ და „ სინოვაკის“ ვაქცინებით.
„სინოფარმით“ აცრა კი შეეძლება იმ პირებს, რომელთაც მეორე დოზით უწევთ ვაქცინის გაკეთება.
2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება ,,სინოფარმის "- ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით), ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.
შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე, ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.