ქუთაისის მერიაში ცნობილ ქორეოგრაფს გია ტყვაცირიას შეხვდნენ და 60 წლის იუბილე მიულოცეს. ღვაწლმოსილ ქუთაისელს სახელოვნებო და ქორეოგრაფიის სფეროში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის სამახსოვრო სიგელი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ გადასცა. „ქუთაისს მრავლად ჰყავს წარმატებული ქორეოგრაფები და მათ შორისაა ბატონი გია ტყვაცირია, რომელმაც მოცეკვავეთა არაერთი თაობა აღზარდა. ის თავადაც გამორჩეული მოცეკვავე იყო. ვულოცავთ ბატონ გიას 60 წლის იუბილეს! დიდხანს ემსახუროს საყვარელ საქმეს!“- განაცხადა პეტრე ადამაძემ.