ქუთაისში ცხინვალის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მთლიანად განახლდა გზის სავალი ნაწილი. მოეწყობა ღია ტიპის სანიაღვრეები, კეთდება ტროტუარები და გამწვანება.
სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს. აღნიშნულმა კომპანიამ საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ტენდერით მოპოვებული 371 ათასი ლარი უნდა დახარჯოს.
პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.