ქუთაისში , გზების კაპიტალური რეაბილიტაციის პარალელურად, გრძელდება ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების პერიოდული შეკეთება.
🔹️ ამ ეტაპზე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარეობს კორპუსებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი.
🔹️მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლეჟავას ქუჩის #2 , #4 კორპუსებთან და გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ფოლკლორის სასახლის მიმდებარედ.
🔹️წლის ბოლომდე, ქალაქის სხვადასხვა უბანში 3 ახალი, მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყობა.
გამსახურდიას ქუჩის მე-3 შესახვევში დასრულდა მინი სპორტული მოედნის მოწყობა. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, დაიგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა განათების სისტემა და ლითონის ღობე.
🔹️სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია ლადო ასათიანის და თამარ მეფის ქუჩებზეც.
სამუშაოებს ასრულებს შპს „თეგიკა უნივერსალი“.
სამივე მოედნის მოსაწყობად ჯამში 244 641 ლარი დაიხარჯება.