ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო.
რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს შადრევნის დაზიანებული დეტალების აღდგენას. აღდგება განათების სისტემა , რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოპირკეთებას და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრომომარაგების სისტემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს" დავითი".
სამუშაოები თებერვლის ბოლომდე დასრულდება.