მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ნადირაძემ დაათვალიერეს.
მელიქიშვილის ქუჩაზე უკვე მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა, ამჟამად კი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს, რისთვისაც 511 ათასი ლარი იხარჯება.
„კიდევ ერთი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად სრულდება. ორ კვირაში მელიქიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს დასრულებული ქუჩა ექნებათ, რომელზეც მწვანე საფარი, მოწესრიგებული ტროტუარები და სანიაღვრეები მოეწყობა“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.