ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქის მერმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. იოსებ ხახალეიშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე შესახვევის გზის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა.
დღესვე ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ლადო ასათიანის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ასათიანის ქუჩის #145- სა და #147ა - ში ფასადების რეაბილიტაცია ე.წ. "მიუნხენის ტექნოლოგიით" მიმდინარეობს.
პროექტი აივნების მოპირკეთებასა და საწვეთურების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 227 000 ლარია და შპს "ლოდერნა" ასრულებს.
"ვაგრძელებთ შეხვედრებს ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში . ნიკეას ქუჩაზე მოვინახულეთ წელს განხორციელებული პროექტები და ვისაუბრეთ უახლოეს გეგმებზეც.
ვიყავით ასათიანის ქუჩაზეც, სადაც უკვე დაიწყო ფასადების რეაბილიტაცია. ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და ფასადები განახლდება ქალაქის ბევრ უბანში."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.