ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე 23-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ხუთი საკითხი დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე , ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გარკვეული ცვლილებები შევიდა 2021 წლის ბიუჯეტში და 2022 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურს, ,,EU4CULTURE"-გან ქუთაისისთვის გრანტის მიღების საკითხს.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს, კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში, გააძლიეროს კულტურის სექტორი, როგორც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი. ასევე, ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა და ცოდნის გაზიარების მიზნით ხელი შეუწყოს კულტურათა შორის დიალოგს. მარეგულირებელი პროცესების მხარდაჭერისა და პოლიტიკური დიალოგის გზით გააძლიეროს სექტორის ადგილობრივი მმართველობა.